ნორვეგიამ თავშესაფარი შარშან საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა
ნორვეგიაში თავშესაფარი შარშან საქართველოს 37 მოქალაქემ მოითხოვა. მიმართვების მაქსიმალური რაოდეობა ივლისში დაფიქსირდა (11).
ამასთან, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, განხილული 35 განცხადებიდან თავშესაფარი ვერც ერთმა მოქალაქემ ვერ მიიღო. 31 შემთხვევაში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა, ოთხი მიმართვა კი თავად მოქალაქემ გამოითხოვა ან განხილვაზე უარი თქვა.
უკვე ცნობილია 2018 წლის იანვრის სტატისტიკაც. დაფიქსირდა ორი ახალი მიმართვა და ოთხი უარყოფითი გადაწყვეტილება.
შვედეთმა კი 963 მიმართვიდან არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ მისცა თავშესაფარი.