ნორიხევის აგარაკების მაცხოვრებლები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ
ნორიხევის აგარაკების მაცხოვრებლები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ

ნორიხევის აგარაკების მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, უხვი ნალექის გამო, მდინარე ნორიხევი ადიდდა და სახლები და ეზოები დატბორა. ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯებირები შარშან გააკეთა, თუმცა, მხოლოდ მდინარის გარკვეულ მონაკვეთებში.

მოსახლეობის თქმით, მდინარე ნორიხევი პრობლემას ყოველწლიურად ქმნის. ასევე, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ დახმარებისთვის რამდენჯერმე უკვე მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

ნორიხევის აგარაკებში 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.