ნონა გაფრინდაშვილი - ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კოლექტივს ახალ შენობაში მეტი საშუალებები ექნება, მეტი ხარისხი, მეტი პროექტი, და ვულოცავ
ნონა გაფრინდაშვილი - ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის კოლექტივს ახალ შენობაში მეტი საშუალებები ექნება, მეტი ხარისხი, მეტი პროექტი, და ვულოცავ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა აქამდეც უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტივს, რომელიც ახალ შენობაში იმუშავებს, მეტი საშუალებები და მეტი პროექტები ექნება.

„ძალიან მაგარია, ეს შენობა აქამდეც უნდა ყოფილიყო, ერთადერთი საზოგადოებრივი მაუწყებელია. ვფიქრობ, კოლექტივს, რომელიც აქ მუშაობს, მეტი საშუალებები ექნება, მეტი ხარისხი იქნება, მეტი პროექტი, და ვულოცავ“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.