მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 60 მილიონი დოლარით შემცირდა.
31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 386 მილიონ დოლარს შეადგენდა, 30 ნოემბრისთვის კი 3 მილიარდ 326 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს გასული წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
ამასთან, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, რეზერვები 238 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.