ნოემბერში ეროვნული ბანკის რეზერვები 60 მილიონი დოლარით შემცირდა

17:44, 06.12.2019

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები 60 მილიონი დოლარით შემცირდა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 386 მილიონ დოლარს შეადგენდა, 30 ნოემბრისთვის კი 3 მილიარდ 326 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს გასული წლის დეკემბრის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.

ამასთან, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, რეზერვები 238 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

მსგავსი