„ნიუკასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელად ესპანელი რაფაელ ბენიტესის დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას ფრანგლენოვანი „ევროსპორტის“ ჟურნალისტი მანუ ლონჟონი ავრცელებს. ბენიტესს უკვე ოფიციალურად შესთავაზეს თანამდებობა, თუმცა მისი პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ასევე, რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ნიუკასლის“ მთავარ მწვრთნელად „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი განიხილებოდა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ინგლისურ გუნდს სტივ ბრიუსი უძღვება.