ნიუ იორკში უცნობი მამაკაცი მანქანით გამვლელებს შეეჯახა. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.
ამასთან, დაჭრილია ოთხი ადამიანი.
ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა ქუინსში დღეს, გამთენიისას მოხდა.
ინციდენტს ბართან ჩხუბი უძღოდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, უცნობ მამაკაცს დანა ჰქონდა. ჩხუბის შემდეგ ის მანქანაში ჩაჯდა და გამვლელებს შეეჯახა.
რამდენიმე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.