ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ნიუ იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას ასევე დიაბეტი აწუხებდა.
„ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.