ნიუ იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ნიუ იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ნიუ იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას ასევე დიაბეტი აწუხებდა.

„ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.