ნიუ იორკში კორონავირუსის სამი ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა კორონავირუსით 10 356 ადამიანია დაინფიცირებული, – განცხადება ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გააკეთა.
მისი განცხადებით, სულ ტესტირება 45 000 ადამიანს ჩაუტარდა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველაფერს აკეთებს.