ნიუ იორკში კორონავირუსის სამი ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

20:28, 21.03.2020

ნიუ იორკში კორონავირუსის სამი ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა კორონავირუსით 10 356 ადამიანია დაინფიცირებული, – განცხადება ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გააკეთა.

მისი განცხადებით, სულ ტესტირება 45 000 ადამიანს ჩაუტარდა.

მისი თქმით, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველაფერს აკეთებს.

მსგავსი