ნიუ იორკში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 524 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ნიუ იორკში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსით 13 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.
გუბერნატორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ნიუ ორკში 52 025 ტესტი ჩატარდა. ამ დრომდე საავადმყოფოებში 891 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.