ნიუ-იორკში ბავშვების ხოხვის შეჯიბრი გაიმართა. ყოველწლიურ ღონისძიებას მანჰეტენზე, ერთ-ერთმა სასტუმრომ უმასპინძლა. შეჯიბრის პატარა მონაწილეებს 3,7 მეტრის სიგრძის მანძილი უნდა დაეფარათ. ფინიშის ხაზთან მათ მშობლები ელოდნენ, რომლებიც პატარებს ამხევებდნენ.
შერკინებაში მონაწილეობის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ კონკურსანტი ექვს თვეზე მეტი ხნის უნდა ყოფილიყო.
ყოველწლიურ ღონისძიებაში სულ 31-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათ შორის უპირობო გამარჯვებული 14 თვის ლუკას ჰო აღმოჩნდა. ის ერთადერთი იყო, ვინც სტარტი აიღო და ფინიშის ხაზთან მივიდა.