„ნიუ იორკ თაიმსი“ - ბეირუთში ისრაელის იერიშების სამიზნე, სავარაუდოდ ჰასან ნასრალას ბიძაშვილი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ ლიდერად მოიაზრება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ბეირუთში ისრაელის იერიშების სამიზნე, სავარაუდოდ ჰასან ნასრალას ბიძაშვილი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ ლიდერად მოიაზრება

ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებული თავდასხმების სამიზნე, სავარაუდოდ ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილია და მის მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედროებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საფიედინი და „ჰეზბოლას“ სხვა ლიდერები ლიბანში, დაჰიეს რაიონში ბუნკერში იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დაიღუპა თუ არა ჰაშემ საფიედინი თავდასხმების შედეგად.

„ჰეზბოლაში“ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.