„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის რეიტინგები გათანაბრდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის რეიტინგები გათანაბრდა

„ნიუ იორკ თაიმსისა” და სიენას კოლეჯის ახალი გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატების რეიტინგები თანაბარია.

გამოკითხვის თანახმად, ორივე კანდიდატს 48-48% აქვს. ორი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ჰარისს 49% ჰქონდა, ტრამპს კი – 46%.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ეს შედეგები „არ არის იმედის მომცემი ჰარისისთვის“, რადგან წინა არჩევნებზე დემოკრატი კანდიდატი ეროვნულ გამოკითხვებში ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ არჩევნები წააგო.

„ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ორივე კანდიდატის რეიტინგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში გაიმართა დებატები, განხორციელდა ორი თავდასხმა დონალდ ტრამპზე და კანდიდატებმა ათობით მიტინგი გამართეს შვიდ „მერყევ“ შტატში.

ამ შტატებში ჩატარებული გამოკითხვების უმრავლესობა აჩვენებს, რომ კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსები თანაბარია.
ამასთან, გამოცემა „ჰილის“ პროგნოზის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვების ოდნავ მეტი შანსი აქვს, ვიდრე დემოკრატ ჰარისს.