„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის დაზვერვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვის რისკზე საუბრობს
აშშ-ის დაზვერვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვის მიცემის რისკზე საუბრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ამერიკული სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის მიცემას რუსეთმა შესაძლოა, უფრო ძლიერი დარტყმებით უპასუხოს.
ამასთან, სპეცსამსახურების შეფასებით, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა ომის მიმდინარეობას კარდინალურად არ შეცვლის, რადგან უკრაინას ახლა შეზღუდული რაოდენობის იარაღის აქვს და გაურკვეველია, კიდევ რამდენის მიწოდებას შეძლებენ დასავლელი მოკავშირეები.
დაზვერვის ეს შეფასება მოიცავს იმას, რასაც დაზვერვის ანალიტიკოსები მიიჩნევენ პოტენციურ რისკად და გაურკვეველ სარგებლად ასეთი ნებართვის გაცემის შედეგად.
სადაზვერვო სამსახურის ეს შეფასება ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ არის ასეთი რთული პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება და აჩვენებს აშშ-ის პრეზიდენტზე შიდა ზემოქმედებას, რომ უარი თქვას ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე, მისცეს უფლება რუსეთის სიღრმეში დარტყმები განახორციელოს.
„ნიუ იორკ თაიმსთან“ ანონიმურობის პირობით საუბრისას, ამერიკელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯო ბაიდენი.