ნიუ ჰემპშირის შტატში მდებარე დასახლება დიქსვილ ნოჩში ჰარისმა და ტრამპმა ექვსი ხმა თანაბრად გაიყვეს
ნიუ ჰემპშირის შტატში მდებარე დასახლება დიქსვილ ნოჩში ჰარისმა და ტრამპმა ექვსი ხმა თანაბრად გაიყვეს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგი ნიუ ჰემპშირის შტატში მდებარე დასახლება დიქსვილ ნოჩშიდან არის ცნობილი.

დიქსვილ ნოჩში ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დასახლებაში მცხოვრებთა ექვსი ხმა თანაბრად გაიყვეს. ადგილობრივი დროით, 12:10 საათზე გამოცხადებული საბოლოო შედეგების მიხედვით, თითოეულმა კანდიდატმა სამ-სამი ხმა მიიღო.

აშშ-კანადის საზღვართან მდებარე დასახლებაში შუაღამის კენჭისყრის ტრადიცია 1960 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დასახლების ხუთი ხმა მოიპოვა, რაც დონალდ ტრამპზე მისი გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, პრაიმერიზის და არჩევნების დროს ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან დიქსვილ ნოჩში შუაღამის კენჭისყრის გასაშუქებლად ჩადიან.