ნიუ დელიში, საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ნიუ დელიში, საავადმყოფოში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, ჩვილ ბავშვთა საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ექვსი ახალშობილი დაიღუპა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაშველებმა ექვსი ბავშვი გადაარჩინეს და სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუ დელის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბავშვთა საავადმყოფოს მფლობელი გაიქცა. მათივე თქმით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან.

მანამდე ხანძარი იყო ინდოეთში, გუჯარათის შტატში საოჯახო-გასართობ დაწესებულებაში, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა.