ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა, ხუთი - გადამისამართდა
ნისლის გამო, თბილისის საერთშორისო აეროპორტში ხუთი რეისი გადამისამართდა და ორი გაუქმდა, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გადამისამართებულ რეისებს რაც შეეხება, თითოეული ავიაკომპანია თავად გადაწყვეტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, რომელ აეროპორტში დაჯდება თვითმფრინავი.
როგორც ცნობილია, ორი რეისი – მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა.
თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს, თუმცა ნისლის გამო, დღის გარკვეულ მონაკვეთში იყო შეფერხებები.