ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი რეისი გაუქმდა.
როგორც პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „ლოტის“ რეისი დღეს, გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო გაუქმდა.
როგორც აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.