გვიან ღამით ნინოწმინდის რაიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა მკვლელობის დეტალებზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ. მომხდარს წინ სავარაუდოდ დაპირისპირება უძღოდა.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
„გარდაცვლილია ორი პირი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.