ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს

11:40, 11.08.2018

გვიან ღამით ნინოწმინდის რაიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა მკვლელობის დეტალებზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ. მომხდარს წინ სავარაუდოდ დაპირისპირება უძღოდა.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.

„გარდაცვლილია ორი პირი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ  შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მსგავსი