ნინო თარგამაძე - ტელევიზიამ უნდა იცოდეს უფრო მეტი, დღეს რა სჭირდება მაყურებელს, ამაში ძალიან გვეხმარება ტრენინგი კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაში
ტელევიზიამ უნდა იცოდეს უფრო მეტი, დღეს რა სჭირდება მაყურებელს, ამაში ძალიან გვეხმარება ტრენინგი კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაში, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის პოლიტიკის მიმართულების პროდიუსერმა, ნინო თარგამაძემ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში გამართულ კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგს დაესწრო.
„ზოგადად, ტელევიზიას, არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქვს ბევრი გამოწვევა და ბევრი რამ – შესაცვლელი. ბოლო წლებში გაჩნდა ინფორმაციის მიღების ძალიან ბევრი ალტერნატიული წყარო, ადამიანებს შეუძლიათ, სხვადასხვა ამბები გაიგონ არა მხოლოდ ტელევიზიიდან. იმისთვის, რომ ენდო ტრადიციულ მედიას, მათ შორის, ტელევიზიას და მით უმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, გვჭირდება, ვიცოდეთ უფრო მეტი, დღეს რა სჭირდება მაყურებელს. ამაში ძალიან გვეხმარება ეს ტრენინგი. ჩემი აზრით, რადგანაც შეიცვალა მოცემულობა, შეიცვალა ამბის აღქმისადმი დამოკიდებულება, მათ უნდა მივცეთ მეტი. ეს უნდა იყოს ძალიან ზუსტი ინფორმაცია, ძალიან ამომწურავი და მრავალფეროვანი, რაც მთავარია. იმედი მაქვს, პრაქტიკაშიც შევძლებთ ამ ყველაფრის გადატანას“, – განაცხადა ნინო თარგამაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი გაიმართა.