ნინო ქადაგიძე - სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე, თუ შიდა ზეწოლისგან
ნინო ქადაგიძე - სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე, თუ შიდა ზეწოლისგან

მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა, თუ ზეწოლისგან.

„გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო. მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრდიან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე, თუ შიდა ზეწოლისგან,“ – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.