ნინო ლომჯარია - სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს გამოძიებაზე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ
ნინო ლომჯარია - სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს გამოძიებაზე მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ

სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ საქმის გასაიდუმლოებული ნაწილი გარშემო ოჯახის წევრებში კიდევ უფრო მეტ კითხვებს იწვევს.

„ყველას აქვს უფლება თავისი პროტესტი მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით გამოხატოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა, კითხვები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს. ჩემი პოზიცია იქნებოდა, სამართალდამცავმა უწყებებმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სასურველი იქნება, რომ პროკურატურამაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც რამდენადაც შესაძლებელია ადვოკატებს და ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ეს საიდუმლო და გასაიდუმლოებული ნაწილი ამ საქმის გარშემო ოჯახის წევრებში კიდევ უფრო მეტ კითხვებს იწვევს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.