ნინო ლომჯარია - რთულია, იყო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი სახალხო დამცველი პოლიტიკურად პოლარიზებულ და რადიკალიზებულ საზოგადოებაში
ნინო ლომჯარია - რთულია, იყო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი სახალხო დამცველი პოლიტიკურად პოლარიზებულ და რადიკალიზებულ საზოგადოებაში

რთულია, იყო ყველასთვის მისაღები და მოსაწონი პოლიტიკურად პოლარიზებულ და რადიკალიზებულ საზოგადოებაში, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„იმიტომ, რომ არის სხვადასხვა მოლოდინი. სახალხო დამცველისთვის ალბათ რთულია, ობიექტურობისა და დასაბუთებულობის სტანდარტი არ დაწიო. ეს ძალიან რთულია, რადგან ხშირად არის მოლოდინი, ძალიან სწრაფად, ძალიან მკვახე შეფასებები გააკეთო მაშინ, როცა შენ შენი სტანდარტი გაქვს – რასაც იტყვი, ეს გამოკვლეული და დასაბუთებული იყოს. ამას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე შეიძლება, პოლიტიკოსებმა, ან სხვა პირებმა მისცენ თავს უფლება. ალბათ ეს არის ყველაზე რთული. თუმცა, იმედი მაქვს, თავს ვართმევთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ განცხადებით ნინო ლომჯარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის სახალხო დამცველის თანამდებობისთვის მთავარი გამოწვევა და საქართველოს მსგავს ქვეყანაში რა არის ყველაზე რთულად გასაკეთებელი სახალხო დამცველისთვის.