ნინო ლომჯარია - პარლამენტის წინ დღეს მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან გამიჯვნა
ნინო ლომჯარია - პარლამენტის წინ დღეს მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან გამიჯვნა

პარლამენტის წინ დღეს მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან გამიჯვნა, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს.

„მინდა, მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა!“ – წერს ნინო ლომჯარია.