ნინო ლომჯარია - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში თუ არასამთავრობო სექტორმა მონაწილეობა არ მიიღო, ამ პროცესს სანდოობა არ ექნება
სახალხო დამცველის ნინო ლომაჯარიას განცხადებით, თუ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მესამე სექტორმა მონაწილეობა არ მიიღო, ამ პროცესს სანდოობა არ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია მუშაობენ, სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, მათი მხრიდან მოიპოვოს ნდობა.
„ის, რაც განვითარდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დედაქალაქში და მთელი საქართველოს მასშტაბით ეს არ იყო მხოლოდ ერთი, ან ორი საქმის გამო გამოწვეული მღელვარება. ეს იყო დასტური იმისა, რომ სისტემაში, საგამოძიებო უწყებებში არსებობს სერიოზული პრობლემები, სერიოზული უნდობლობა საზოგადოებაში და ხარვეზები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კითხვა დატოვოს ამ პროცესთან დაკავშირებით. დღეს, საჭიროა, იყოს სრული ნდობა ამ პროცესის მიმართ. ისეთი გენერალური პროკურორი უნდა იყოს არჩეული, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.