ნინო ლომჯარია - მინდა, ზაზა სარალიძემ მიაღწიოს სამართალს ამ საქმეში და მას ეხმარება სახალხო დამცველი
მინდა, ზაზა სარალიძემ მიაღწიოს სამართალს ამ საქმეში და მას ეხმარება სახალხო დამცველის აპარატი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე აქციასთან დაკავშირებით არ უსაუბრია.
„ზაზა სარალიძეს მე არაფერი არ შევთავაზე. მინდა, მან მიაღწიოს სამართალს ამ საქმეში და მას ეხმარება სახალხო დამცველის აპარატი. აქციასთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია. ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე ვსაუბრობდით. აქციებზე საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.