ნინო ლომჯარია მიესალმება ირაკლი შოთაძისა და მაჩალიკაშვილების ოჯახის დაგეგმილ შეხვედრას
სახალხო დამცველი საქართველოს მთავარი პროკურორისა და პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილ და შემდეგ გარდაცვლილ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაგეგმილ შეხვედრას მიესალმება.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
„ამ შემთხვევაში ახალი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მივესალმები თუკი ასეთი კონტაქტი შედგება და მთავარი პროკურორი მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ ოჯახს მიეწოდოს ყველანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და იყოს მეტი კონტაქტი გარდაცვლილის ახლობლებთან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მთავარი პროკურატურა დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ, 13:00 საათზე სთავაზობს.