სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დუისის საგანმანათლებლო ცენტრში შეხვედრას მართავს, რომელსაც პედაგოგები და ხეობის ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება ბოლო დროს ხეობაში მიმდინარე მოვლენებსა და სპეცოპერაციას.
ასევე, სავარაუდოდ დაისმება ის კითხვებიც, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
ცოტა ხნით ადრე, ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.