არსებული ინფორმაციით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოადგილეებს დღეს წარადგენს. ლომჯარიას ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ვის დაასახელებს ლომჯარია თავის მოადგილეებად, ჯერ უცნობია.
ამ დრომდე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებს, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა. სახალხო დამცველის მეორე მოადგილე კი ეკატერინე სხილაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე ასევე 2016 წლის ივლისიდან მუშაობს.