ნინო ლომჯარია და გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ, იქამდე კი სიმღერაში წაივარჯიშონ
ნინო ლომჯარია და გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ, დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ, იქამდე კი სიმღერაში წაივარჯიშონ

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე მხარდამჭერებს მოუწოდებენ,  დღევანდელ მარშზე ევროკავშირის ჰიმნი ქართულად იმღერონ.

მშვენიერაძე წერს, რომ მარშამდე ჰიმნის სიმღერაში „წაივარჯიშონ“.

„დღეს თავისუფლების მოედანზე, ევროპის ჰიმნს ქართულად ვიმღერებთ. მარშამდე შეგიძლიათ, წაივარჯიშოთ!“ – წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

„19:00 საათამდე გადავიმეოროთ ევროკავშირის ჰიმნი ქართულად“, – აღნიშნულია ლომჯარიას ფეისბუქპოსტში.

თბილისში დღეს გაიმართება მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.