ნინო ლომჯარია - ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა
ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 150-186-ია. პრობლემად რჩება ბავშვის დაცვის ძალადობისგან და პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განხორციელება.
„სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტური ეროვნული სისტემა. გამოწვევად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში.