ნინო ლომჯარია - ბაჩალიაშვილის საქმეზე ყურადღებას გავამახვილებთ პრობლემატურ გარემოებებზე და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება
ყურადღებას გავამახვილებთ, მთავარ, მნიშვნელოვან, პრობლემატურ გარემოებებზე, რაც ოჯახის ინტერესებშიც არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისი საქმის მასალების გაცნობას იწყებს.
„რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას. გუშინ პირველი შეხვედრა შედგა პროკურატურაში. იქ ვიმყოფებოდით ადვოკატთან და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად. გადავეცით პროკურატურას საკითხების ჩამონათვალი, რისი გაცნობაც გვაინტერესებდა. ეს საკითხები, ასევე შეთანხმდა ადვოკატთან. დღეს უკვე შევდივართ, რომ დავიწყოთ საქმის მასალების გაცნობა და რა თქმა უნდა, ამ ბოლოს გადაცემულ მასალასაც, როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ მან მოიპოვა სატელიტური სურათები, ვნახავთ, დაიწყო თუ არა ამ მტკიცებულებების შესწავლა პროკურატურამ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, დაველოდოთ საქმის მასალების შესწავლას. არ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ დროს წაიღებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალები 20 ტომს სცილდება. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, მთავარ, მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ პრობლემატურ გარემოებებზე, რაც ოჯახის ინტერესებშიც არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება. გუშინ, ადვოკატის მხრიდან გაკეთებული განცხადება საყურადღებოა და მან შეიძლება შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობაც“, – განაცხადა რამიშვილმა.