ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა
მწერალ ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ინგლისურენოვანი ლიტერატურული ყველაზე პრესტიჟული პრემიის, ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.
ხარატიშვილი წლევანდელ სიაში მოხსენიებულია, როგორც გერმანია-საქართველოს წარმომადგენელი.
სიაში სხვადასხვა ავტორის 13 წიგნია შესული. ბუკერის პრემიის მოკლე სია 2 აპრილს გამოცხადდება, გამარჯვებული კი 19 მაისს გამოვლინდება.
გამარჯვებულ ავტორს 50 000 ფუნტი სტერლინგი გადაეცემა. „ბუკერის პრემია“, 1969 წლიდან გაიცემა.