შილერის 2019 წლის მემორიალურ ჯილდოს მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს
შილერის 2019 წლის მემორიალურ ჯილდოს მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს

შილერის 2019 წლის მემორიალურ ჯილდოს ქართველი, გერმანიაში მოღვაწე მწერალი ნინო ხარატიშვილი მიიღებს.

საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ულოცავს ნინო ხარატიშვილს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

დაჯილდოების ღონისძიება 14 ნოემბერს შტუტგარტის ლიტერატურულ სახლში გაიმართება. პრიზის ოდენობა 25 000 ევროს შეადგენს.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან გაიცემა და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ცნობილ მწერლებს.

გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი 1983 წლის 8 ივნისს თბილისში დაიბადა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ქართულ ენაზეც. ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის რომანები: „ჟუჟა“, „ჩემი საყვარელი ორეული“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“. ბოლო რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ საქართველოში ბოლო ორ საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.