ნინო ჯავახაძე - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
ნინო ჯავახაძე - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, თითოეულმა მოქალაქემ საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა, შესაბამისად, დაფიქსირებულია საზღვრის 250 ათასზე მეტი კვეთა.

„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. თითოეულმა მოქალაქემ შესაძლოა, საზღვარი რამდენჯერმეც გადაკვეთა ანუ საზღვრის კვეთა სულ 250 ათასზე მეტი გვაქვს“, – განაცხადა ჯავახაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საზღვრიდან 1001 მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს რეადმისიის თვალსაზრისით, ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აქვს.

„რაც შეეხება რეადმისირებულებს, რეადმისიის შეთანხმება 2011 წლიდან მოქმედებს. უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან კი, რეადმისირებულების რაოდენობა 300-ს აჭარბებს. რეადმისიის თვალსაზრისით,  ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ“, – განაცხადა ჯავახაძემ.