ნინო გოგუაძე - ვერ ვხედავ ჩემს შემდგომ ადგილს უმრავლესობაში, ვტოვებ ამ პოზიციას
ვერ ვხედავ ჩემს შემდგომ ადგილს ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და სამწუხაროდ, მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის რიგებს ტოვებს.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
„როგორც უმრავლესობის წევრი და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვტოვებ ამ პოზიციას. ჩვენ დავარწმუნეთ საზოგადოება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ გადაწყვეტილებაზე უარი არ უნდა ეთქვათ. ეს გადაწყვეტილება არ არის ჩემთვის ახსნადი. მე მიწევდა საუბარი ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან თუ რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის. გამიჭირდება ავუხსნა ჩვენს საზოგადოებასა და პარტნიორებს, რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება, რატომ არ მივიდა ის ბოლომდე. ამიტომ ვერ ვხედავ ჩემს შემდგომ ადგილს, ჩემი საქმიანობის ადგილს ისევ იმ უმრავლესობის პირობებში, სამწუხაროდ, მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პოზიცია პროპორციულ სისტემაზე გუნდის წევრებისთვის ცნობილი იყო“, – განაცხადა გოგუაძემ.