ნინო გოგუაძე - პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასა და პოლიტიკურ სპექტრს მისცა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა
ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს მისცა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.
„ვფიქრობთ, რომ მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა ახლა სწორი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველთან. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტარი, რათა საზოგადოებას იმ საჭიროებებზე ვესაუბროთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივიღეთ მათი გზავნილი. ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ინტენსიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.