ნინო დანელია - საქართველო არასდროს ტოვებს მარტო დაჩაგრულ ადამიანებს, რას აკეთებს ხელისუფლება? თუ გახსოვთ, როგორ ჩააბარეს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ავტორიტარულ რეჟიმს
ჩვენ აქ ყველანი შევიკრიბეთ ერთი მიზნისთვის, ჩვენ აქ ვიცავთ ჩვენს ისტორიას, ეროვნულ ღირსებას, დიახ, ვიცავთ ქართველობას, რადგან ქართველობა არასდროს ყოფილა სილაჩრე და სიმხდალე, ქართველობა არასდროს ყოფილა მეგობრის, მოძმე ერის საერთო მტერთან ბრძოლაში მიტოვება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო დანელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ნინო დანელიამ სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შემთხვევა გაიხსენა.
„საქართველო არასდროს ტოვებს მარტო დაჩაგრულ ადამიანებს და რას აკეთებს ხელისუფლება? თუ გახსოვთ, როგორ ჩააბარეს ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელმაც საქართველოს შეაფარა თავი, ავტორიტარულ რეჟიმს“, – აღნიშნა ნინო დანელიამ.