ნინო ბურჯანაძე - თუ სახელმწიფოს დასჭირდება, ჩვენი პარტია მზად არის დასახმარებლად, ახლა ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ
ნინო ბურჯანაძე - თუ სახელმწიფოს დასჭირდება, ჩვენი პარტია მზად არის დასახმარებლად, ახლა ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას საჭიროებისამებრ დაეხმაროს.

მისივე თქმით, პარტია ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში არ იქნება და მხოლოდ კეთილი რჩევით მიმართავს.

„ჩვენს მედპერსონალს და მათი ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდით, რათა როგორც ჯარისკაცები საომარი მოქმედებისას, იცავენ ქვეყანას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თუ კი რამეში შეიძლება დავჭირდეთ სახელმწიფოს, მზად ვართ. ახლა ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ და ხელისუფლებას მივმართავთ, ეს მხოლოდ კეთილი რჩევა იქნება. გავამხნევოთ ერთმანეთი, მადლობას ვუხდით ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც ჯანმრთელობის რისკის ფასად აგრძელებენ შრომას. ახალგაზრდებო, არ შეშინდეთ და გაუფრთხილდით მოხუცებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.