„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, სადაც ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მუშაობა განაახლა
„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, სადაც ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მუშაობა განაახლა, – ამის შესახებ ნიკორას“ შრომითი უსაფრთხოების მენეჯერმა, გიორგი ემხვარმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნიკორას“ ერთ-ერთი ფილიალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 22 პირის პასუხები კი უარყოფითია.
„30 რიცხვში, ერთ-ერთ ფილიალში დიასახლისს დაუდასტურდა „კოვიდ-19“ ინფექცია, იმ დღესვე მოხდა მთლიანი ჯგუფის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადაყვანა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავუგზავნეთ სრული სია, ვინ შეიძლებოდა ამ ხალხთან შემხებლობაში ყოფილიყო. გუშინ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტები, დღეს მოვიდა პასუხები. ერთს დაუდასტურდა კიდევ კორონავირუსი. 22 ადამიანის პასუხი კი, უარყოფითია. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა ინფორმაცია, რომ 24 საათის მერე შეგვეძლო ალტერნატიული ხალხის მეშვეობით გაგვეხსნა ეს ფილიალი“, – განაცხადა გიორგი ემხვარმა.