ნიკოლოზ სამხარაძე - არანაირი ორაზროვნება და კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოს მხარდაჭერა ურყევია.
სამხარაძის თქმით, ამ მიმართულებით არანაირი ორაზროვნება და კითხვის ნიშნები არ არსებობს.
„ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რათა უკრაინაში არ მოხდეს ხელახალი ომი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში არანაირი ორაზროვნება და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს, საქართველო ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.