ნიკოლოზ სამხარაძე - ქართველი ხალხისთვის გაუგებარი იქნება, თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება გადავადდება იმის გამო, რომ სხვა საკითხებზე წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართველი ხალხისთვის გაუგებარი იქნება, თუ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება გადავადდება იმის გამო, რომ სხვა საკითხებზე წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ

გვინდა, 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება თანაბრად შეეხოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაცია ყველას მიერ იყოს მხარდაჭერილი. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენთვის, პირველ რიგში, საქართველოს საკითხია მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მოუწოდებენ ყველას, რომ საქართველოს საკითხი რაიმე სხვა საკითხის მძევალი არ გახდეს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საკითხი შეთანხმებულია. ყოველ შემთხვევაში, ყველა დედაქალაქიდან ასეთ სიგნალებს ვიღებთ. ამიტომ არ შეიძლება საქართველოს გადაწყვეტილების დაწყვილება სხვა საკითხთან ერთად. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ქართველი ხალხისთვის მართლაც გაუგებარი იქნება, თუ გადაწყვეტილება გადავადდება იმის გამო, რომ რაღაც სხვა საკითხებზე წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ ვითხოვთ, ის საკითხი, რაზეც ევროკავშირში არ არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ სტატუსი მიენიჭოს საქართველოს, არ გახდეს მსხვერპლი სხვა საკითხების, რაზეც ევროკავშირში შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თუ შარშან შესაძლებელი იყო საკითხების განცალკევება, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს წელსაც“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.