ნიკოლოზ სამხარაძე - მმართველი პარტიისგან არანაირი ანტიამერიკული კამპანია არ მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში ელჩის გამონათქვამების კრიტიკა თუ იყო, ეს ანტიამერიკულ კამპანიად არ შეიძლება, ჩაითვალოს
ნიკოლოზ სამხარაძე - მმართველი პარტიისგან არანაირი ანტიამერიკული კამპანია არ მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში ელჩის გამონათქვამების კრიტიკა თუ იყო, ეს ანტიამერიკულ კამპანიად არ შეიძლება, ჩაითვალოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში მმართველი პარტიის მხრიდან არანაირი ანტიამერიკული კამპანია არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-ის ელჩის გამონათქვამების კრიტიკა თუ იყო, ეს არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიამერიკულ კამპანიად.

„არასწორია, როცა თუნდაც ერთი მაღალჩინოსნის კრიტიკაზე ხდება განზოგადება. ვიღაცამ მე რომ გამაკრიტიკოს და ეს ანტიქართულ კამპანიად ჩაითვალოს, სწორი არ იქნება. ოპოზიციას არ სურს, საქართველოს ამერიკასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. მათ არ სურთ მშვიდობა და სტაბილურობა, კანდიდატის სტატუსი. სწორედ ამიტომ მოწადინებული არიან, რომ ხელისუფლებას რაღაც ზიანი მიაყენონ. მათი განცხადებებიც ამ ლოგიკაში ჯდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.