ნიკოლოზ სამხარაძე მარკ კლეიტონს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე მარკ კლეიტონს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთისა და საქართველოში ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უახლოეს პერიოდში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩთან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებაზე. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლს.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის ელჩთან. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და გადადგმული ნაბიჯები. ვისაუბრეთ მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მოლოდინებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.