ნიკოლოზ სამხარაძე - გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, ახალი გაერთიანებების არ მჯერა
გიორგი ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომ პარტიაში პროევროპული ოპოზიციის იდეაზე საუბრობენ და ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს ესაუბრებიან.
როგორც სამხარაძე ამბობს, ახალი გაერთიანებების არ სჯერა.
„გიორგი ვაშაძე თავისი ქცევით ვერანაირად ვერ იქნება პროევროპული და პროდასავლური. მგონი, მისი ქცევები და განცხადებები, უტიფარი ტყუილები კომპასის სხვა მიმართულებით გვაჩვენებს გზას და ეს არის ჩრდილოური გზა. ამიტომ, ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანება სრული აბსურდია და იუმორის ჟანრია. ახალი გაერთიანებების არ მჯერა, რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ სრული შეუთავსებლობა. მათ არ აქვთ არანაირი იდეოლოგიური ერთობა, ღირებულებები. შესაბამისად, ფუჭია მათი მცდელობა და მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.