ნიკოლოზ სამხარაძე - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან გერმანია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, კატრინ გიორინგ-ეკარდტთან და დელეგაციის წევრებთან დღევანდელი შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია ევროკავშირში, ასევე ნატო-ში საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზას.
„ჩვენი სტუმარი დაინტერესდა, რა განწყობებია როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ ელიტაში სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ მას ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიუღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა ასევე ძალიან ნათლად და მკაფიოდ აუხსენით, რომ ზედმიწევნით იქნება შესრულებული გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ამის შენდეგ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებას, რაზეც ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტისგან იყო პასუხი, რომ ჩვენ ყველა ამ საკითხს თუ შევასრულებთ, მაშინ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში გერმანიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა გვექნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.