ნიკოლოზ სამხარაძე - ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ბიუჯეტიდან, ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა, როცა ვითომ რუსეთს ებრძვი და ამ დროს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებ ფულს
ნიკოლოზ სამხარაძე - ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ბიუჯეტიდან, ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა, როცა ვითომ რუსეთს ებრძვი და ამ დროს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებ ფულს

ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ბიუჯეტიდან. ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა, როცა ვითომ რუსეთს ებრძვი, ამ დროს კი რუსეთის ბიუჯეტიდან იღებ ფულს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიყალბე და ფარისევლობაა.

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც რეისების გახსნის შემდეგ პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ვიხუმრე, გადმორიცხვები გაჭირდა და, მგონი, ფული თვითმფრინავით ჩამოუტანეს-მეთქი. მაშინ ჩემი მხრიდან ეს ხუმრობა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მთლად ხუმრობასთან არ გვაქვს საქმე და ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. გაუგონარი სიყალბე, ფარისევლობაა, როდესაც ვითომ რუსეთს ებრძვი, საზოგადოების ნაწილის აყოლიებას ცდილობ, მათ შორის, სამწუხაროდ, ახალგაზრდების და, ამავდროულად, არ გაქვს პასუხი, რატომ იღებ პერიოდულად ფულს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. ამას ჩვენი საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს არჩევნებზეც. ყველაფერი გვინახავს პოლიტიკაში, ყველანაირი ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ასეთი სიყალბე, ფარისევლობა პირველად ხდება, როცა ომისა და ოკუპაციის პირობებში რუსეთის ბიუჯეტიდან ფულს იღებ, ამ დროს ვითომ რუსეთს ებრძვი. ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.